კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: „უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ უბისის მონასტრის მხატვრობის დაზიანებაზე გავრცელებული ცნობები სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. უწყების მტკიცებით, ადგილზე ჩატარებული შემოწმებით მხატვრობაზე დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება.

„უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესწავლის მიზნით, საქართველოში იტალიელი ექსპერტების მისია განხორციელდა. ჩატარდა შესაბამისი კვლევები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით სრულყოფილი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფის გეგმაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე უკვე არსებულის გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს - დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
ციტატები სტატიიდან
„უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ“
„სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესწავლის მიზნით, საქართველოში იტალიელი ექსპერტების მისია განხორციელდა. ჩატარდა შესაბამისი კვლევები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით სრულყოფილი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფის გეგმაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…