კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე უკვე არსებულის გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება
უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება, ხოლო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, — აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
როგორც სააგენტო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს.
„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესწავლის მიზნით, საქართველოში იტალიელი ექსპერტების მისია განხორციელდა. ჩატარდა შესაბამისი კვლევები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით სრულყოფილი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფის გეგმაზე”, - აღნიშნავს სააგენტო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს - დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: „უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…