პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინის ჩიჩილაკი - ბრიუსელში კობახიძეს სტუდენტი საპროტესტო ბანერით დახვდა

ქართული ოცნება

ბრიუსელში, სადაც ირაკლი კობახიძე „ევრონიუსის“ სამიტში მონაწილეობს, ქართველი სტუდენტი საპროტესტო ბანერით დახვდა და განაცხადა, რომ კობახიძე არალეგიტიმურია და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.

პუტინის ჩიჩილაკი - ბრიუსელში კობახიძეს სტუდენტი საპროტესტო ბანერით დახვდა
TV პირველი

ბრიუსელში ჩასულ ირაკლი კობახიძეს ქართველი სტუდენტი საპროტესტო ბანერით დახვდება - შენობასთან, სადაც „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიება უნდა დაიწყოს, საქართველოს მოქალაქე მივიდა და "ევროსკოპს" უთხრა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის ადგილი არა ევროპაში, არამედ - პუტინის რუსეთშია.

მისი თქმით, კობახიძე ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა, შესაბამისად მისი მთავრობა არალეგიტიმურია.

ახალგაზრდა ქალმა გაიხსენა, რომ ის საქართველოში მიმდინარე აქციების დროს პოლიციამ დააკავა და 10-დღიანი პატიმრიობაც მიუსაჯეს.

ვარ სტუდენტი საქართველოდან, რომელიც ევროპაში სწავლობს. სხვათა შორის დღეს 1 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა [საქართველოში] დამაკავეს და 10 დღიანი პატიმრობა მომისაჯეს, იმიტომ, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვიბრძოდი. ვინ დამაკავა? - ირაკლი კობახიძის რეჟიმმა, რომელიც აბსოლუტურად ანტი-ევროპული, ანტიდენოკრატიული და ანტიქართულია.

აქედან გამდინარე, ვალდებულება ვიგრძენი, რომ მოვსულიყავი და ევროპილებისთვის შემეხსენებინა, რომ ირაკლი კობახიძე არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, ის არ არის ლეგიტიმური ლიდერი, [ხელისუფლებაში] მოსულია გაყალბებული არჩევნებით. ის ძირს უთხრის ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს. თუ რამეს მივაღწიეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი ჩამოანგრია და გააფუჭა. კობახიძის ადგილი აქ არ არის, მისი ადგილია მოსკოვში, ის არის პუტინის თოჯინა, ჩუჩილაკი"- თქვა სტუდენტმა.

ირაკლი კობახიძე ბრიუსელშია. „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს, 3 ნოემბერს, ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა კობახიძე მიწვეული არ არის უშუალოდ ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ გაფართოების ფორუმზე, რომელიც ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.

ამასთან, ხვალ, 4 ნოემბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიც შეფასდება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძეს ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა - ექსპერტები "ოცნების" ლიდერის ბრიუსელში ვიზიტს აფასებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები