ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს კანცლერთან, პრეზიდენტსა და ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკის მხარდაჭერის განსახილველად.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში ჩავიდა.
ზელენსკის თქმით, დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის კანცლერთან, პრეზიდენტსა და ბუნდესტაგის პრეზიდენტთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაში.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი საკითხებია დიპლომატიური კოორდინაცია, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა.
"წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის... ყველას გვაერთიანებს ინტერესი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის მიმართ.
ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს პრინციპები კონკრეტულ გადაწყვეტილებებად და ქმედებებად ვაქციოთ. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანთა სიცოცხლის დაცვის საქმეში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის... ყველას გვაერთიანებს ინტერესი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის მიმართ. ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს პრინციპები კონკრეტულ გადაწყვეტილებებად და ქმედებებად ვაქციოთ. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანთა სიცოცხლის დაცვის საქმეში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…