პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი დანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა, სადაც პრემიერ მეტე ფრედერიქსენთან და მეფესთან შეხვედრის გარდა, დანიისგან თავდაცვის სფეროში ახალ დახმარების პაკეტს მიიღებს.

ზელენსკი დანიაში ჩავიდა
ფორმულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით გუნდთან ერთად შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან, დანიის პარლამენტარებთან და თავდაცვის სფეროში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

ზელენსკის ცნობით, ასევე დაგეგმილია აუდიენცია მეფე ფრედერიკ X-თან და ცალკე შეხვედრა დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგმება - დანია უკრაინას თავდაცვის სფეროში მძლავრ დახმარების პაკეტს გადასცემს. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის!

დანია უკრაინის გვერდით სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან დგას და კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად. ის ასევე ლიდერობს სხვადასხვა ფორმატში, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

მადლობას ვუხდით დანიის ხალხსა და მთავრობას ურყევი მხარდაჭერისა და კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც გვეხმარება, მტკიცედ ვიდგეთ", - წერს ზელენსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დანიის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელი იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები