ირაკლი ქადაგიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დავინახეთ, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები არც სასამართლოს ცნობდნენ, არც პრეზიდენტის ინსტიტუტს და არც პარლამენტის ლეგიტიმურობას
დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიცია არც სასამართლოს, არც პრეზიდენტის ინსტიტუტს და არც პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დავინახეთ, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები არც სასამართლოს ცნობდნენ, არც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არც პარლამენტის ლეგიტიმურობას, არც საპარლამენტო კომისიის არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი თავის საწინააღმდეგო განწყობას და ჩვენებას ქმნიდნენ.
„სასამართლო დარბაზში რაღაცნაირად თვითდისტრაქციას აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის კონსტიტუციური ინსტიტუციები არალეგიტიმურია.
სასამართლო დარბაზში საკუთარი თავის საწინააღმდეგო განწყობას და ჩვენებას ქმნიდნენ. იცით, ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის მატარებელი რა არის? – მთავარი საფრთხის მატარებელია ის, რომ ქვეყანა მუდმივად იყოს გარედან ვიღაცის ინტერესების მომსახურებაში. ამ ქვეყანაში ვიღაცას რაღაცა ინტერესი გააჩნია და სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში იყოს ამ ინტერესის მომსახურე მთავრობა. დამღუპველია, რომ ეს მექანიზმები ვინმეს გააჩნდეს და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში საქართველო სხვისი ინტერესების გამტარებელი იყოს. საქართველოს ინტერესებშია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობდეს და არ იყოს შიდა აქტორებისა და მათი გარე პატრონების მანიპულაციის ველი“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„სასამართლო დარბაზში რაღაცნაირად თვითდისტრაქციას აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის კონსტიტუციური ინსტიტუციები არალეგიტიმურია. სასამართლო დარბაზში საკუთარი თავის საწინააღმდეგო განწყობას და ჩვენებას ქმნიდნენ. იცით, ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის მატარებელი რა არის? – მთავარი საფრთხის მატარებელია ის, რომ ქვეყანა მუდმივად იყოს გარედან ვიღაცის ინტერესების მომსახურებაში. ამ ქვეყანაში ვიღაცას რაღაცა ინტერესი გააჩნია და სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში იყოს ამ ინტერესის მომსახურე მთავრობა. დამღუპველია, რომ ეს მექანიზმები ვინმეს გააჩნდეს და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში საქართველო სხვისი ინტერესების გამტარებელი იყოს. საქართველოს ინტერესებშია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობდეს და არ იყოს შიდა აქტორებისა და მათი გარე პატრონების მანიპულაციის ველი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…