ნონა ქურდოვანიძე: ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს
„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს ცვლის.

იურისტი და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება.
„ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს. შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგებს აჯამებს და თუ მისი გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური საფუძვლით იქნება შესაძლებელი, გასაჩივრების გარეშე დარჩება არსებითი დარღვევები.
მაგალითად, ეს წესი 2024 წლის არჩევნების დროს რომ ყოფილიყო, ფორმალურადაც ვერ გასაჩივრდებოდა ფარულობის დარღვევა და თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტიც არ იარსებებდა“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.
„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვს.
კანონპროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს ცვლის.
კანონპროექტით, არჩევნების შედეგების ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტის თანახმად, ოქმის გასაჩივრება დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ მასში არ არის ასახული ან არასწორად არის ასახული საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები ან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები.
კანონპროექტით, თუ სარჩელი ამ საფუძვლებს არ ეყრდნობა, სასამართლო მას წარმოებაში არ მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი დასაშვებად იქნება ცნობილი და სასამართლო დაადგენს შესაბამის დარღვევას, მას შეეძლება ცესკოს საკუთარი შემაჯამებელი ოქმის შესწორება დაავალოს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…