პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება, სადაც სახელმწიფო ცენტრალურ არქივს ეწვია და ტფილისში იტალიის საკონსულოს დაარსების შესახებ მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის 1911 და 1914 წლების დეკრეტების ასლები გადაეცა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება
იმედინიუსი

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

თამარ ბაგრატიონი იტალიის სახელმწიფო ცენტრალურ არქივს ეწვია და არქივის ხელმძღვანელს გაბრიელე კაპონეს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი ნადია ბანიარინი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი.

საქართველოს პირველი ლედი არქივში დაცულ დოკუმენტებს გაეცნო, მათ შორის მასალებს, რომლებიც საქართველოსა და იტალიას შორის ისტორიულ ურთიერთობებსა და კავშირებს ასახავს.

საქართველოს პირველ ლედის იტალიურმა მხარემ იტალიის მეფის ვიტორიო ემანუელე III-ის მიერ გამოცემული ორი სამეფო დეკრეტის ასლები გადასცა. 1911 წლის დეკრეტი ტფილისში იტალიის საკონსულოს დაარსებას, ხოლო 1914 წლის დეკრეტი - ტფილისში იტალიის სამეფოს გენერალური საკონსულოს დაარსებას ეხება. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოსა და იტალიას შორის იმ პერიოდის ურთიერთობების ამსახველი მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. მსჯელობა შეეხო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შეთავაზებას, მათ შორის საარქივო მასალებზე მუშაობისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.

თამარ ბაგრატიონმა იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებული საარქივო მასალების გაცნობისა და ისტორიული დოკუმენტების ასლების გადმოცემისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პირველი ლედი იტალიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის ხელმძღვანელს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პირველი ლედი იტალიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის ხელმძღვანელს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები