შალვა პაპუაშვილი: ახლა საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომლებიც სხვა ადამიანს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი - დღეს ბრიუსელი საქართველოში არის მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ითხოვს იმ სამი პირის გათავისუფლებას, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილით“ ადამიანს წვავდნენ, და ევროპულ სტრუქტურებს მოძალადეების მხარდაჭერასა და წაქეზებაში ადანაშაულებს.

ახლა საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომლებიც სხვა ადამიანს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ბრიუსელი საქართველოში არის ძალადობისა და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი.
„სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდეგ ევროკომისია თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ მკვლელობის მცდელობის ჩამდენების გაშვებას. ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ბრიუსელი საქართველოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდეგ ევროკომისია თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ მკვლელობის მცდელობის ჩამდენების გაშვებას. ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ბრიუსელი საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…