პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო, სადაც მთავარი ბრძოლა საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიმდინარეობს.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო
იმედინიუსი

აშშ-ში შუალედური არჩევნები დაიწყო. ინფორმაციას DW ავრცელებს.

საარჩევნო უბნები ქვეყნის სხვადასხვა შტატში გაიხსნა, ამომრჩევლები კი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, სენატის ნაწილსა და შტატების გუბერნატორებს ირჩევენ.

პირველი საარჩევნო უბნები ვერმონტის შტატში ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე გაიხსნა. დილის 6 საათიდან კენჭისყრა კონექტიკუტის, ინდიანის, კენტუკის, ლუიზიანის, მეინის, მისურის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკისა და ვირჯინიის შტატებშიც დაიწყო.

საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით საღამოს 6-დან 9 საათამდე დაიხურება, ხმების დათვლა კი კენჭისყრის დასრულებისთანავე დაიწყება.

წინასწარი ხმის მიცემით 47 შტატსა და ვაშინგტონში 57 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე ისარგებლა. არჩევნების ძირითად დღეს კი მილიონობით ამერიკელი საარჩევნო უბნებზე მისცემს ხმას.

აღსანიშნავია, რომ მთავარი ბრძოლა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლისთვის მიმდინარეობს. „რესპუბლიკელები“ უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობენ, „დემოკრატები“ კი - მის მოპოვებას. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარი საკანონმდებლო დღის წესრიგის განხორციელებას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები