პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე, 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია, იტყობინება BPN ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით.

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე, 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა, ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ამის შესახებ BPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475.888 მლნ ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2.210 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.495 მლრდ ლარი.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684.245 მლნ ლარი დახარჯა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ გეგმას 106.7 მილიონი ლარით გადააჭარბაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები