ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთავრობამ 9 თვეში 17.6 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა - გეგმის 103%

საქართველოს ეროვნული ბანკი

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მთავრობამ 9 თვეში გადასახადების სახით 17.6 მილიარდი ლარი აკრიფა, რაც გეგმის 103%-ია. ყველაზე დიდი გადაჭარბება მოგების გადასახადში დაფიქსირდა, საიდანაც ბიუჯეტში 2.7 მილიარდი ლარი შევიდა (გეგმის 110.9%).

მთავრობამ 9 თვეში 17.6 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა - გეგმის 103%
მთავრობამ 9 თვეში 17.6 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა - გეგმის 103%BM.GE

2026 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, გადასახადების სახით ბიუჯეტში შესული თანხა 17.6 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც გეგმის 103%-ს შეადგენს. კონკრეტული გადასახადების მიმართულებით გეგმასთან შედარებით ყველაზე მაღალი გადაჭარბება მოგების გადასახადში ფიქსირდება, რომლის სახითაც აკრეფილი თანხა 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გეგმის 110.9%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:

დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.53 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 102.3%;

საშემოსავლო გადასახადი - 6.2 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 101.9%;

მოგების გადასახადი - 2.7 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 110.9%;

აქციზი - 2 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 103%;

იმპორტის გადასახადი - 121.5 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 108.5%.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, პრივატიზაციიდან ცენტრალურ ბიუჯეტში 189 მილიონი ლარი გადაირიცხა, რაც გეგმის 132%-ია. ეროვნული ბანკის მოგებიდან ცენტრალურ ბიუჯეტში 571.6 მილიონი ლარი შევიდა, მთავრობის მიერ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი 247 მილიონი იყო, სანქციებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში 186.5 მილიონი ლარი შევიდა, რაც გეგმის 129% იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წელს მთავრობა 25 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები