პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა - კონფერენციას მართავენ

ევროპული საქართველოქართული ოცნება

პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციური ალიანსი აკრედიტებულ დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, საზოგადოება არ დაუშვებს, რომ „ქართული ოცნების“ სურვილით ქვეყანაში თავისუფალი აზრი მოისპოს.

პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა - კონფერენციას მართავენ
ინტერპრესნიუსი

პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა -კონფერენციას მართავენ.

შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 10-ზე მეტმა დიპლომატიურმა მისიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, გაეროს (UN), პოლონეთის, შვედეთის, იტალიის, ჩეხეთის, ჰოლანდიისა და რუმინეთის წარმომადგენლები.

როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა აღნიშნა, მუდმივი შეხვედრები მიმდინარეობს პარტნიორებთან და მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, თუ რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან, ეს არის ორმხრივი პროცესი. მათ აქვთ კითხვები და ინტერესი ოპოზიციური პარტიები რას აპირებენ და როგორ იმოქმედებენ, მეორეს მხრივ, ჩვენც გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, მათი მოსაზრებები. ეს არის სამუშაო პროცესი და ვიმედოვნებთ, საქართველოში ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად, „ქართული ოცნების“ სურვილებისა, არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოისპოს თავისუფალი აზრი, თავისუფალი არჩევანის პერსპექტივა და დავკარგოთ ყოველგვარი დემოკრატიული მომავლის გარანტიები“, - აღნიშნა წერეთელმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვაქვს მუდმივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან, ეს არის ორმხრივი პროცესი. მათ აქვთ კითხვები და ინტერესი ოპოზიციური პარტიები რას აპირებენ და როგორ იმოქმედებენ, მეორეს მხრივ, ჩვენც გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, მათი მოსაზრებები. ეს არის სამუშაო პროცესი და ვიმედოვნებთ, საქართველოში ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად, „ქართული ოცნების“ სურვილებისა, არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოისპოს თავისუფალი აზრი, თავისუფალი არჩევანის პერსპექტივა და დავკარგოთ ყოველგვარი დემოკრატიული მომავლის გარანტიები“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგი წერეთელი - ალიანსს არ ჰქონია არანაირი მექანიზმი ვინმეს გარიცხვის - ბოლო თვეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად არ მონაწილეობდა ალიანსის საქმიანობაში, შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები