გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიების აკრძალვა ირიბად „ევროპულ საქართველოსაც“ ეხება, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის „კოალიცია ცვლილებებში“ შემავალი პარტია
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიების აკრძალვა ირიბად მათაც შეეხებათ, რადგან პარტია „კოალიცია ცვლილებებში“ შედის. მისი შეფასებით, არ არის გამორიცხული, შემდეგი ეტაპი სწორედ კოალიციის შემადგენელ პარტიებსა და პოლიტიკურად აქტიურ პირებზე გავრცელდეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიების აკრძალვა ირიბად „ევროპულ საქართველოსაც“ ეხება, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის „კოალიცია ცვლილებებში“ შემავალი პარტია.
მისი თქმით, ასევე, არ არის გამორიცხული შემდეგი ეტაპი სწორედ იმ პარტიებისთვის დადგეს, რომლებიც კოალიციების შემადგენელი ნაწილები იყვნენ ან ინდივიდებისთვის, ვინც პოლიტიკურად აქტიურები არიან. აღნიშნულით გიგი წერეთელმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ასაკრძალ ოპოზიციურ პარტიებს შორის „ევროპული საქართველო“ დასახელებული არ არის.
„ის, რომ რამდენიმე პარტია სახელდება [აკრძალვისთვის], ძირითადად საარჩევნო სუბიექტებზეა ლაპარაკი, „ევროპული საქართველო“ ცალკე საარჩევნო სუბიექტი არ ყოფილა, მაგრამ ის იყო კოალიციაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ეს გვეხება, შეიძლება ირიბად და გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ შემდეგი ეტაპი სწორედ დადგეს იმ პარტიებისა, რომლებიც კოალიციების შემადგენელი ნაწილები იყო ან ინდივიდებისთვის, ვინც პოლიტიკურად აქტიურები არიან, მონაწილეობდნენ არჩევნებში, ღიად არიან ოპოზიციურ ველზე და ფრონტზე. ამიტომ, ერთის მხრივ, პარტიებს შორის ეს ჩამონათვალი თითქოს მცირეა და გარეთ მოსასმენი ყურისთვის მხოლოდ 5 პარტიაზეა ლაპარაკი, სინამდვილეში ეს შეეხება ყველას. საბოლოო ჯამში, თავისი შედეგით ეს ეხება ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა წერეთელმა.
ამასთან, მან ისაუბრა „ოპოზიციური ალიანსის” მიერ გამართულ ბრიფინგზე, სადაც მათ 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიის დაწყება დააანონსეს.
გიგა წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ „ყველა ის პარტია და პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის ლიდერებიც გახდებიან ამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კამპანიის ნაწილი”.
„გვართმევენ დემოკრატიულ მომავალს. იმ მომავალს გვართმევენ, სადაც ყველა თაობას შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, როგორც ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ ამას წინ ეღობება ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ “ქართული ოცნების” მხრიდან. ამიტომ ეს გამოცხადებაც, ეს ანონსიც და ეს კამპანიაც არ არის მხოლოდ „ოპოზიციის ალიანსის”. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ. ეს არის ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა თუ სუბიექტის, ბუნებრივია პირველ რიგში მათი ვინც არჩევნებში მონაწილეობდა. ყველასი ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფალი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა ის პარტია და პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის ლიდერებიც გახდებიან ნაწილი ამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კამპანიის”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ციტატები სტატიიდან
„ის, რომ რამდენიმე პარტია სახელდება [აკრძალვისთვის], ძირითადად საარჩევნო სუბიექტებზეა ლაპარაკი, „ევროპული საქართველო“ ცალკე საარჩევნო სუბიექტი არ ყოფილა, მაგრამ ის იყო კოალიციაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ეს გვეხება, შეიძლება ირიბად და გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ შემდეგი ეტაპი სწორედ დადგეს იმ პარტიებისა, რომლებიც კოალიციების შემადგენელი ნაწილები იყო ან ინდივიდებისთვის, ვინც პოლიტიკურად აქტიურები არიან, მონაწილეობდნენ არჩევნებში, ღიად არიან ოპოზიციურ ველზე და ფრონტზე. ამიტომ, ერთის მხრივ, პარტიებს შორის ეს ჩამონათვალი თითქოს მცირეა და გარეთ მოსასმენი ყურისთვის მხოლოდ 5 პარტიაზეა ლაპარაკი, სინამდვილეში ეს შეეხება ყველას. საბოლოო ჯამში, თავისი შედეგით ეს ეხება ყველა მოქალაქეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.