პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე შეთანხმების მიღწევის დრო დადგა

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხმების მიღწევის დრო დადგა და ბელარუსი მზადაა ამ პროცესში რეალური წვლილის შეტანა განაგრძოს. მისივე მტკიცებით, მინსკი დასავლეთთან ახალი ფურცლის გადასაშლელადაც მზადაა, თუმცა დასავლეთი კონფრონტაციაზეა ორიენტირებული.

ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე შეთანხმების მიღწევის დრო დადგა
ინტერპრესნიუსი

ბელარუსი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასა და მისი შედეგების მინიმიზაციაში წვლილის შეტანა განაგრძოს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ევრაზიის უსაფრთხოების საკითხებზე მინსკის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მზად ვართ გავაგრძელოთ რეალური წვლილის შეტანა კონფლიქტის მოგვარებაში და მისი შედეგების მინიმიზაციაში”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხმების მიღწევის დროა.

„რიგ საკითხებს განსხვავებულად ვუყურებთ. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ცალკეულ მოვლენებსა და საკითხებს განსხვავებულად შევხედავთ. კითხვა იმაში მდგომარეობს, შეგვიძლია თუ არა დიალოგში ჩართვა, დახმარება და კომპრომისზე წასვლა. მე ვამბობ, რომ ახლა დროა, ისევე როგორც დროა უკრაინაში შეთანხმების მიღწევის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისი თქმით, ბელარუსი მზადაა დასავლეთთან ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალოს, თუმცა დასავლეთი კონფრონტაციაზეა ორიენტირებული.

„ეს ჩვენ 2020 წელს განვიცადეთ. აქ რომ არ გაგვეძლო, ომი იქნებოდა. ისინი (დასავლეთი) აქ დამარცხდნენ, მაგრამ ამის აღიარება არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებთან და ბევრ ევროპელთან მოლაპარაკებების დროს ვთქვი: „ბიჭებო, მზად ვარ ფურცელი გადავშალო. მაგრამ თქვენ წააგეთ, არასაჯაროდ მაინც უნდა აღიაროთ, რომ წააგეთ და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისი თქმით, დასავლეთს განსხვავებული პოზიცია აქვს. „ კონფრონტაცია და ამ სამხედრო მოქმედებებისა და სანქციების ესკალაცია“, - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ამ სანქციებმა ბელარუსსა და რუსეთს ვერაფერი დააკლო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რიგ საკითხებს განსხვავებულად ვუყურებთ. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ცალკეულ მოვლენებსა და საკითხებს განსხვავებულად შევხედავთ. კითხვა იმაში მდგომარეობს, შეგვიძლია თუ არა დიალოგში ჩართვა, დახმარება და კომპრომისზე წასვლა. მე ვამბობ, რომ ახლა დროა, ისევე როგორც დროა უკრაინაში შეთანხმების მიღწევის“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პესკოვმა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები