ალის ვაიდელი უკრაინაში ჯარისკაცების სავარაუდო წამების შესახებ: „მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს, ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, ამ საკითხს დააყენებს“
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობამ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას კიევის ოლქში სამხედროების უკანონო დაკავების საკითხი უნდა დააყენოს.

ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი კიევის ოლქში მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინულ მხარესთან ამ საკითხს დააყენებს.
როგორც ვაიდელმა სოციალურ ქსელ “X-ში” დაწერა, დღეს ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან.
„მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს, ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, ამ საკითხს დააყენებს“, – დაწერა ვაიდელმა.
ცნობისათვის: გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს, ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, ამ საკითხს დააყენებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…