პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალის ვაიდელი უკრაინაში ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი მოელის, რომ გერმანიის მთავრობა ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტისას კიევის ოლქში 40-მდე უკრაინელი სამხედროს სავარაუდო უკანონო დატყვევების საკითხს დააყენებს.

ალის ვაიდელი უკრაინაში ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს
იმედინიუსი

ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი კიევის ოლქში მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინულ მხარესთან ამ საკითხს დააყენებს.

როგორც ვაიდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, დღეს ბერლინში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან. მას იმედი აქვს, რომ გერმანიის მთავრობა ზელენსკისთან შეხვედრაზე აღნიშნული საკითხით დაინტერესდება.

„მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს“, - დაწერა ვაიდელმა.

ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოალის ვაიდელი უკრაინაში ჯარისკაცების სავარაუდო წამების შესახებ: „მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს, ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, ამ საკითხს დააყენებს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოპოზიცია უკრაინაში ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც კიევთან ახლოს მდებარე სოფელში სამხედროების წამებაში იღებდა მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები