პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ძალიან მეტყველია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება - რუსები თვლიან, რომ ამერიკა მათგან ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე ღამით 289 დრონი, 17 ბალისტიკური და 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, რაც აშშ-ის არჩევნების დღეს მიზანმიმართულ სიგნალს წარმოადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ძალიან მეტყველია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება - რუსები თვლიან, რომ ამერიკა მათგან ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს
ინტერპრესნიუსი

რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ღამით 289 თავდასხმის დრონი, 17 ბალისტიკური რაკეტა და 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით ახლაც კი, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ განგაში გრძელდება და არსებობს რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით თავდასხმების საფრთხე.

„ძალიან მეტყველია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება. რუსები თვლიან, რომ ამერიკა მათგან ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს. მაგრამ საჭიროა ასეთი ტერორის შემჩნევა და შეჩერება. უკრაინას უნდა დაეხმარონ თავისი ცის დაცვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არასდროს შეწყვეტს სარაკეტო დარტყმებს”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობის დამყარების კეთილსინდისიერად და საიმედოდ ხელშეწყობა და ამერიკას ამის გაკეთება შეუძლია.

„მადლობა ყველას, ვინც არ გაჩუმდება რუსეთის ამ თავდასხმებზე”, - წერს ზელენსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები