საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის მიზნით საინიციატივო ჯგუფის წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, წარდგენილი 37 304 ხელმოწერიდან 1 376 ბათილია, ხოლო 35 928 ნამდვილია, რაც აჭარბებს საჭირო 25 000 მინიმუმს და იძლევა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ (აკაკი ჩიქობავას, ანა კამლაძის, გიორგი ქართველიშვილის, გიორგი ხასაიას, ეკატერინე დანელიას, ვახტანგ ნაცვლიშვილის, თათია ვერულაშვილის, ინა ჩარკვიანის და კონსტანტინე ჩაჩიბაიას შემადგენლობით) წარდგენილი იყო 37 304 ხელმოწერა, საიდანაც 1 376 ხელმოწერა ბათილად იქნა ცნობილი.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობამ 35 928 შეადგინა, რაც საჭირო ოდენობას - 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას აღემატება.
„ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დადებით დასკვნას, წარდგენილ კანონპროექტთან ერთად, პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნის.
ციტატები სტატიიდან
„ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…