ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს კვლავ უკან დაუბრუნა

პარლამენტმა საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე.

საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს კვლავ უკან დაუბრუნა
საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს კვლავ უკან დაუბრუნაინტერპრესნიუსი

საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს კვლავ უკან დაუბრუნა.

სკოლებში უფასო კვების შემოღებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით არის წარდგენილი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზეც გავიდა, თუმცა განსახილველად შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტისთვის გადაცემის ნაცვლად, ინიციატორებს უკან - საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე დაუბრუნდათ.

როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, პროექტში ნორმატიული აქტების შესახებ კანონებთან მთელი რიგი შეუსაბამობებია და საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება.

ანალოგიური გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ 21 სექტემბრის სხდომაზეც მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი ინიციატორებს უკან საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე დაუბრუნეს. საბიუჯეტო ოფისმა ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტს თან არ ახლდა ფინანსური დასაბუთება - წარდგენილი არ იყო ფინანსური მონაცემები და საორიენტაციო ხარჯები.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორები არიან: აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილი, ინა ჩარკვიანი და კონსტანტინე ჩაჩიბაია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.