პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი ინიციატივა, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებდა
პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა 25 000-ზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი ინიციატივა საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა საბიუჯეტო ოფისის დასკვნა, რომლის თანახმადაც პროექტს თან არ ახლდა საჭირო ფინანსური დასაბუთება და საორიენტაციო ხარჯები.

პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი ინიციატივა, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებდა.
პარლამენტის ბიუროს “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების კომიტეტებისთვის გადაცემაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე ინიციატორებს უკან დაუბრუნა. საბიუჯეტო ოფისმა ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტს თან არ ახლდა ფინანსური დასაბუთება - წარდგენილი არ იყო ფინანსური მონაცემები და საორიენტაციო ხარჯები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…