პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს სახელად, არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ მედიასაშუალებას, ამას არავითარი აზრი არ აქვს, აგენტურა არის აგენტურა - ირაკლი კირცხალია

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობათავისუფლების მოედანიფედერალისტებიევროპული საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ოპოზიცია, ენჯეოები და მედია ერთ ძალას ემსახურებიან და „აგენტურაა“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში „უნიჭო სცენარს“ დგამს.

"აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს სახელად, არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არავითარი აზრი არ აქვს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, მათმა ოპონენტებმა რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა მათგანი ერთ პოლიტიკურ ძალას ემსახურება.

"აგენტურა არის აგენტურა. ვხედავთ იმ ხუთ ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში. სხვადასხვა განულებული ანასხლეტი საზოგადოებას ანახებს უნიჭო სცენარს.

სასამართლო დარბაზში დღეში ხუთჯერ ემიჯნებიან ერთმანეთს - ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად შეურაცხმყოფელ და ბინძურ ტექსტს გამოაქვეყნებს. საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ემიჯნებიან თავის დედაპარტიას. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ შემდეგ პროცესზე გამოვა ბატონი ნიკა გვარამია და წამოცდენით იტყვის, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი.

რაც არ უნდა ამტკიცოს ჩამოთვლილმა სახელმა და გვარმა და სხვადასხვა დანაყოფმა, რომ არ არიან ამ რეჟიმის მეხოტბეები და ნაწილი, ეს არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება ამ ტყუილს აღარასდროს აღარ მიიღებს. საზოგადოებამ ეს დაამტკიცა, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე - ბოლო არჩევნების დროს, უპრეცედენტო იყო ქვეყნის შიგნით ამ აგენტურის მოქმედება, ასევე უპრეცედენტო იყო ის ბულინგი და ზეწოლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ხორციელდებოდა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე "ნაციონალური მოძრაობის" ლოგო აღარ არის გამოსახული. მასზე მხოლოდ შემდეგი პარტიების სიმბოლიკებია: "ახალი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა", ედპ, "თავისუფლების მოედანი", "ფედერალისტები", "გირჩი – მეტი თავისუფლება" და "ევროპული საქართველო".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს - აგენტურა არის აგენტურა
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: „აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს – აგენტურა არის აგენტურა“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს სახელად, არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არავითარი აზრი არ აქვს“
ირაკლი კირცხალია
„აგენტურა არის აგენტურა. ვხედავთ იმ ხუთ ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში. სხვადასხვა განულებული ანასხლეტი საზოგადოებას ანახებს უნიჭო სცენარს. სასამართლო დარბაზში დღეში ხუთჯერ ემიჯნებიან ერთმანეთს - ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად შეურაცხმყოფელ და ბინძურ ტექსტს გამოაქვეყნებს. საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ემიჯნებიან თავის დედაპარტიას. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ შემდეგ პროცესზე გამოვა ბატონი ნიკა გვარამია და წამოცდენით იტყვის, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი. რაც არ უნდა ამტკიცოს ჩამოთვლილმა სახელმა და გვარმა და სხვადასხვა დანაყოფმა, რომ არ არიან ამ რეჟიმის მეხოტბეები და ნაწილი, ეს არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება ამ ტყუილს აღარასდროს აღარ მიიღებს. საზოგადოებამ ეს დაამტკიცა, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე - ბოლო არჩევნების დროს, უპრეცედენტო იყო ქვეყნის შიგნით ამ აგენტურის მოქმედება, ასევე უპრეცედენტო იყო ის ბულინგი და ზეწოლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ხორციელდებოდა“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: „აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს – აგენტურა არის აგენტურა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები