პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრიანელ ჯარისკაცებს აწამებდნენ: ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არახალია

ნაციონალური მოძრაობა

კიევთან სამხედროების წამების ცნობებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრების ყოფნის ფონზე სარდაფებში წამება არ უკვირს.

ირაკლი კირცხალია კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრიანელ ჯარისკაცებს აწამებდნენ: ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არახალია
იმედინიუსი

ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არახალია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებზე „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან, გასაკვირი არ არის, რომ სარდაფებში ხალხს აწამებდნენ.

„განსაკუთრებით სულისშემძვრელია ის ფაქტები, რაც შევიტყვეთ. რა გასაკვირია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გყავს თანამდებობაზე და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები და ამ რეჟიმის წარმომადგენლები და მწამებლები, როდესაც ადეიშვილი გყავს და უცხოეთში დაატარებ, რომ ქვეყანა წარმოადგინოს, რატომ გვიკვირს, რომ სარდაფში ჯარისკაცს აწამებენ?! 2012 წლამდე ესენი იყვნენ ის ხალხი, რომლებმაც წამების გენერალური რეპეტიცია გაიარეს. გენერალური რეპეტიცია გაიარეს, თუ როგორ უნდა დაუსახიჩრო ადამიანს სული და როგორ უნდა დაასახიჩრო ყველაფერი ის, რაც შენს ბინძურ კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა ერთ-ერთ სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეების წამება. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: როდესაც მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: „როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე, სარდაფში, ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებით სულისშემძვრელია ის ფაქტები, რაც შევიტყვეთ. რა გასაკვირია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გყავს თანამდებობაზე და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები და ამ რეჟიმის წარმომადგენლები და მწამებლები, როდესაც ადეიშვილი გყავს და უცხოეთში დაატარებ, რომ ქვეყანა წარმოადგინოს, რატომ გვიკვირს, რომ სარდაფში ჯარისკაცს აწამებენ?! 2012 წლამდე ესენი იყვნენ ის ხალხი, რომლებმაც წამების გენერალური რეპეტიცია გაიარეს. გენერალური რეპეტიცია გაიარეს, თუ როგორ უნდა დაუსახიჩრო ადამიანს სული და როგორ უნდა დაასახიჩრო ყველაფერი ის, რაც შენს ბინძურ კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კირცხალია: „როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე, სარდაფში, ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები