ზურაბ ქადაგიძე კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ: „ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ და სახელმწიფოს მრჩევლად სააკაშვილს ირჩევ“
„ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს, რომ კიევთან უკრაინელი ჯარისკაცების საწამებელი სარდაფის გამოვლენა უკრაინის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დანიშვნისა და მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად არჩევის შედეგია.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კიევთან ახლოს აღმოჩენილია სარდაფი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.
„სისტემური ხელწერა არ იცვლება: როდესაც რეჟიმის არქიტექტორები ექსპორტზე გაგაქვს, შედეგად იგივე სადისტურ პრაქტიკას იღებ.
კიევში გამოვლენილი საწამებელი სარდაფი არ არის ცალკეული გადაცდომა. ეს არის გარდაუვალი შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ, ხოლო სახელმწიფოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილს ირჩევ.
სადაც ეს კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება, ხოლო მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება.
საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სისტემური ხელწერა არ იცვლება: როდესაც რეჟიმის არქიტექტორები ექსპორტზე გაგაქვს, შედეგად იგივე სადისტურ პრაქტიკას იღებ. კიევში გამოვლენილი საწამებელი სარდაფი არ არის ცალკეული გადაცდომა. ეს არის გარდაუვალი შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ, ხოლო სახელმწიფოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილს ირჩევ. სადაც ეს კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება, ხოლო მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება. საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…