ლატვია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ლატვიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და კომიშუვახაში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე რუსეთის თავდასხმის გამო, რასაც სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ლატვიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული დარტყმების, მათ შორის ჰუმანიტარულ ცენტრზე თავდასხმის გამო.
"ლატვიამ გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა, უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი თავდასხმების გამო.
მათ შორის იყო იერიში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე, კომიშუვახაში, სადაც სულ მცირე 26 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა", -წერს ბრაჟე.
2 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახეში მდებარე სკოლას დაარტყეს. იერიშის დროს შენობაში ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, პოლიციელები და მაშველებიც არიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ლატვიამ გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა, უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი თავდასხმების გამო. მათ შორის იყო იერიში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე, კომიშუვახაში, სადაც სულ მცირე 26 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…