53-მდე გაიზარდა ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაზე რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, მართვადი ავიაბომბებით დაიბომბა სკოლა, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდებოდა, და თავშესაფარი.

6 ნოემბერს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 8 ცხედარი და დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
ცოტა ხანში ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხაილო სემიკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.
5 ნოემბრის მონაცემებით, დადასტურებული იყო 42 ადამიანის სიკვდილი.
რუსეთის ჯარებმა კომიშუვახას 2 ნოემბერს დაარტყეს, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე, 9 მართვადი ავიაბომბით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ავიაბომბებით დაარტყა სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა და შემდეგ დაბომბა თავშესაფარიც, სადაც ხალხი იმყოფებოდა.
ზაპოროჟიეს ოლქში 3-5 ნოემბერს გლოვა იყო გამოცხადებული.
რუსეთს კომიშუვახის დაბომბვასა და დიდ მსხვერპლზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის ჯარებმა კომიშუვახა ადრეც არაერთხელ დაბომბეს. ამ დაბაში არანაირი მსხვილი სამხედრო ან სამრეწველო ობიექტი არ არის, თუმცა ქალაქ ზაპოროჟიეს მისადგომებთან არსებულ თავდაცვით და სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია2 ნოემბერს ზაპოროჟიეს რაიონის დაბა კომიშუვახაზე რუსული ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 ადამიანამდე გაიზარდა, — საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური
ზაპოროჟიეს ოლქის კამიშევახაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53 ადამიანამდე გაიზარდა
2 ნოემბერს ზაპოროჟიეს რაიონის დაბა კომიშუვახაზე რუსეთის საავიაციო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53 ადამიანამდე გაიზარდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…