საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა და დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობს საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მომავალ წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავონ საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობები.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…