პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, სადაც მხარეებმა კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მაია ბითაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობს საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მომავალ წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავონ საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობები.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს კულტურის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს კულტურის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები