საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამოღებულია 28 040 ლარის ღირებულების 4 243 კოლოფი სიგარეტი და რეალიზაციით მიღებული 100 000 ლარზე მეტი თანხა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 28 040 ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…