საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციისთვის 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ამოღებულია 28 040 ლარის ღირებულების 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი თანხა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 28 040 ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაციტატები სტატიიდან
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 28 040 ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…