პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები ადუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება

ნატო

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება. მხარეები უსაფრთხოების მექანიზმებს, ესკალაციის შემცირებასა და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები ადუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკა-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება.

„აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის სამუშაო დონეზე მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში წარმართავს. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებაა. მოლაპარაკებები ომის შემდგომ უსაფრთხოების მექანიზმებს, ესკალაციის შემცირებას, ჰუმანიტარულ საკითხებსა და მშვიდობისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებს შეეხება“, - დაწერა უიტკოფმა.

ამასთან, ამერიკელი მომლაპარაკებლები მიმდინარე კვირას ბრიუსელში საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

მოუთმენლად ველით კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მიღწეული პროგრესის განვითარებას, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ და მდგრად სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მომავალ თაობებს ხანგრძლივ უსაფრთხოებას მოუტანს“, - დასძინა უიტკოფმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისტივ უიტკოფი - უკრაინა და რუსეთი აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს გამართავენ
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიაშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება 10 ნოემბერს უნდა განახლდეს
  3. ალიაოპოზიციურისტივ უიტკოფი – უკრაინა და რუსეთი აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს გამართავენ
  4. POSTVსამთავრობოსტივ უიტკოფის ინფორმაციით, 10-11 ნოემბერს, აშშ-ის შუამავლობით, აბუ დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები გაიმართება
  5. რუსთავი 2სამთავრობოამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება
  6. ფორმულაოპოზიციურიაშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის სამუშაო დონეზე მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში წარმართავს. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებაა. მოლაპარაკებები ომის შემდგომ უსაფრთხოების მექანიზმებს, ესკალაციის შემცირებას, ჰუმანიტარულ საკითხებსა და მშვიდობისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებს შეეხება“
„შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველით კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მიღწეული პროგრესის განვითარებას, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ და მდგრად სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მომავალ თაობებს ხანგრძლივ უსაფრთხოებას მოუტანს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვფიქრობ რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდ პროგრესს მივაღწევთ. ძალიან მალე დაინიშნება შეხვედრა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს - დონალდ ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები