„ისინი, ვინც პროტესტში მონაწილეობენ, სტუდენტები არ არიან“ - ტრამპმა ევროპის მიგრაციული პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის მიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა უმეტესობა სტუდენტი არ არის და ქვეყნებში ისეთ ადამიანებს უშვებენ, რომლებსაც ეს ქვეყნები სძულთ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოდკასტში ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და ევროპის მიგრაციული პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, კონტინენტზე მთავარი პრობლემა არა განათლება, არამედ მასობრივი მიგრაციაა.
ტრამპის მტკიცებით, ევროპის ქვეყნებში ჩასული მიგრანტების ნაწილი არ იზიარებს ადგილობრივ ღირებულებებს და პატივს არ სცემს კულტურულ მემკვიდრეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა უმეტესობა სტუდენტი არ არის და მსგავსი პროცესები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვითარდება.
„ისინი მთელი მსოფლიოდან უშვებენ ქვეყანაში ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა სძულთ. მათ სძულთ ძეგლები, ხელოვნება, ფერწერული ნამუშევრები და ხალხი. ამას მათ ბრაზშიც ხედავთ. ეს განათლების საკითხი არ არის. პირველ რიგში, ისინი, ვინც პროტესტში მონაწილეობენ, სტუდენტები არ არიან. ეს მთელ ევროპაში ხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
ციტატები სტატიიდან
„ისინი მთელი მსოფლიოდან უშვებენ ქვეყანაში ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა სძულთ. მათ სძულთ ძეგლები, ხელოვნება, ფერწერული ნამუშევრები და ხალხი. ამას მათ ბრაზშიც ხედავთ. ეს განათლების საკითხი არ არის. პირველ რიგში, ისინი, ვინც პროტესტში მონაწილეობენ, სტუდენტები არ არიან. ეს მთელ ევროპაში ხდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…