საფრანგეთის პრეზიდენტს წლების წინ ვუთხარი, ჩაკეტეთ საზღვარი, თორემ საფრანგეთს დაკარგავთ, ეს ყველაფრის დასასრული იქნება-მეთქი - დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპმა ევროპის მიგრაციული პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროპამ საზღვრები სისუსტის გამო ხელახლა გახსნა. მისი თქმით, საფრანგეთში მიმდინარე არეულობები იმის მაგალითია, რის გაკეთებასაც აშშ-ში „რადიკალი დემოკრატები“ ცდილობენ.

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპას მიგრაციის პოლიტიკის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მათ სუსტებს უწოდებს.
როგორც ტრამპი აცხადებს, იმ ადამიანებს, რომლებიც საფრანგეთის ქუჩებს წვავენ, არ უყვართ არც ხელოვნება, არც არქიტექტურა და არც ფრანგი ხალხი.
"როდესაც საფრანგეთში დამწვარ სამრეკლოებსა და მძვინვარე ხანძრებს ხედავთ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ზუსტად ამის გაკეთება სურთ ამერიკაში რადიკალ დემოკრატებს. მათ ამის გაკეთება აქვთ განზრახული, მაგრამ მიზანთან ახლოსაც ვერ მივლენ.
ევროპამ საზღვრები ჩაკეტა - დიახ, მათ საზღვრები ჩაკეტეს, მაგრამ ეს პოლიტიკა ჩავარდა, რადგან სუსტები აღმოჩნდნენ და საზღვრები მალევე ხელახლა გახსნეს. ჩვენ კი ჩვენი საზღვრები ჩავკეტეთ და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მტკიცე საზღვრები გვაქვს.
იმ ადამიანებს, ვინც იქ ჩადის, საფრანგეთი არ უყვართ. მათ არ უყვართ ის ხალხი, ხელოვნება, არქიტექტურა და შენობები. მათ არ უყვართ არაფერი, რაც გარს აკრავთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
ციტატები სტატიიდან
„როდესაც საფრანგეთში დამწვარ სამრეკლოებსა და მძვინვარე ხანძრებს ხედავთ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ზუსტად ამის გაკეთება სურთ ამერიკაში რადიკალ დემოკრატებს. მათ ამის გაკეთება აქვთ განზრახული, მაგრამ მიზანთან ახლოსაც ვერ მივლენ. ევროპამ საზღვრები ჩაკეტა - დიახ, მათ საზღვრები ჩაკეტეს, მაგრამ ეს პოლიტიკა ჩავარდა, რადგან სუსტები აღმოჩნდნენ და საზღვრები მალევე ხელახლა გახსნეს. ჩვენ კი ჩვენი საზღვრები ჩავკეტეთ და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მტკიცე საზღვრები გვაქვს. იმ ადამიანებს, ვინც იქ ჩადის, საფრანგეთი არ უყვართ. მათ არ უყვართ ის ხალხი, ხელოვნება, არქიტექტურა და შენობები. მათ არ უყვართ არაფერი, რაც გარს აკრავთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.