ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად საუდის არაბეთის სამი მოქალაქე დაიღუპა

საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა ჰუსიტურმა დაჯგუფებამ აიღა.

ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად საუდის არაბეთის სამი მოქალაქე დაიღუპა
ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად საუდის არაბეთის სამი მოქალაქე დაიღუპაინტერპრესნიუსი

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს განცხადებით, ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთის სამი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უწყება სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პირველი თავდასხმის სამიზნე აეროპორტის ინფრასტრუქტურა იყო, მეორემ კი საუდის არაბეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „საუდიას“ კუთვნილ თვითმფრინავზე განხორციელდა.

თავდასხმებმა მატერიალური ზიანი გამოიწვია. აეროპორტის მუშაობა განახლდა და ​​საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა, ირანის მოკავშირე ჰუსიტურმა დაჯგუფებამ აიღო. მათი განცხადებით, აეროპორტს ორი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს.

ჰუსიტების განცხადებით, ისინი საუდის არაბეთს იმის გამო ესხმიან თავს, რომ სამეფო იემენში განახლებულ სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალებს უჭერს მხარს. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს იემენის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის შეტევით ოპერაციას, რომლის მიზანიც ჰუსიტებისგან ტერიტორიების დაბრუნებაა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters - საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები