პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში სიმღერა „ოლე ოლას“ ვიდეოს გამოქვეყნების გამო სასამართლოში დაიბარეს. მომღერლის თქმით, სიმღერის გამო ადამიანების გასამართლება მიუღებელია და აქციაზე მყოფ თანამებრძოლებს სოლიდარობას უცხადებს.

,,ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს
ალია

“ოლე ოლას” სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს. მის წინააღმდეგ ოქმი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველმა სამმართველომ შეადგინა.

აღნიშნული ვიდეო ბათილაშვილმა სოციალურ ქსელში 8 ოქტომბერს დადო.

“სიმღერის გამო სასამართლოში ხალხის დაბარება დაიწყეს. დიახ, სწორად კითხულობთ. ტექნიკურად, დღეს დაიწყო სხდომები.

ჰოდა, რადგან 2026 წლის საქართველოში ადამიანებს ამ სიმღერის გამო, ვიმეორებ, სიმღერის გამო, ასამართლებთ, მე, რომელსაც ოლეოლები კაი ხნის მობეზრებული მქონდა და რახანია წაღიღინების სურვილიც კი არ გამჩენია, აგერ, უცებ, ინებეთ.

ვპოსტავ სიმბოლურად 22:00-ზე, მაშინ, როცა აქციაზე ჩემი თანამებრძოლები ამ სიმღერას ყურში ჩამკივიან ხოლმე. მინდოდა დამეწერა, მღერიან მეთქი, მაგრამ მერე ფრჩხილებში მომიწევდა მიმეთითებინა: “ავად თუ კარგად”, “რა დროსაც მე ყურსასმენებს ვიკეთებ”, ან რამე ეგეთი და უნდა მეხარჯა ზედმეტი სიტყვები. მიხარია რომ არ დავწერე.

(ჩვენში დარჩეს, არ გამოვრიცხავ, მაგ ნიშნით შეედგინათ ზოგზოგიერთებისთვის ოქმები, მაგრამ საინტერესოა, რომელი პოლიციელი გამომივიდა მარინა ბერიძე და მაგათ თავი ჯეოსტარში ხო არ ჰგონიათ?)

ამ პოსტშივე გამოვუცხადებ სოლიდარობას @kordzmusic -ს:)

და პოსტის მიწურულს დავწერ ამას: ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს და ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით იქ, სადაც მიხვდებით, რომ სხვანაირად აზრი არ აქვს.” – წერდა მომღერალი Facebook-ზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციური„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს
  2. NEWS.GE„ოლე-ოლას“ სიმღერის ვიდეოს გამო მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურისოფო ბათილაშვილს ასამართლებენ სიმღერაში გამოყენებული ფრაზის გამო
  4. NEWS.GEნიკა გვარამია: მხარდაჭერა ბათილას! უნიჭიერესს, უკეთილესს და საამაყო უშიშარ პატრიოტს!
  5. NEWS.GEკახა წიქარიშვილი: ჩამოვწერე 10 მომღერლის სია რომლებსაც უხამსობის გამო ჩვენი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა არ აწყენდათ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სიმღერის გამო სასამართლოში ხალხის დაბარება დაიწყეს. დიახ, სწორად კითხულობთ. ტექნიკურად, დღეს დაიწყო სხდომები. ჰოდა, რადგან 2026 წლის საქართველოში ადამიანებს ამ სიმღერის გამო, ვიმეორებ, სიმღერის გამო, ასამართლებთ, მე, რომელსაც ოლეოლები კაი ხნის მობეზრებული მქონდა და რახანია წაღიღინების სურვილიც კი არ გამჩენია, აგერ, უცებ, ინებეთ. ვპოსტავ სიმბოლურად 22:00-ზე, მაშინ, როცა აქციაზე ჩემი თანამებრძოლები ამ სიმღერას ყურში ჩამკივიან ხოლმე. მინდოდა დამეწერა, მღერიან მეთქი, მაგრამ მერე ფრჩხილებში მომიწევდა მიმეთითებინა: “ავად თუ კარგად”, “რა დროსაც მე ყურსასმენებს ვიკეთებ”, ან რამე ეგეთი და უნდა მეხარჯა ზედმეტი სიტყვები. მიხარია რომ არ დავწერე. (ჩვენში დარჩეს, არ გამოვრიცხავ, მაგ ნიშნით შეედგინათ ზოგზოგიერთებისთვის ოქმები, მაგრამ საინტერესოა, რომელი პოლიციელი გამომივიდა მარინა ბერიძე და მაგათ თავი ჯეოსტარში ხო არ ჰგონიათ?) ამ პოსტშივე გამოვუცხადებ სოლიდარობას @kordzmusic -ს:) და პოსტის მიწურულს დავწერ ამას: ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს და ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით იქ, სადაც მიხვდებით, რომ სხვანაირად აზრი არ აქვს.“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები