„ლიტერა 2026-ის" ღონისძიებაზე პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს
„დღეს ქუჩაში დგომა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს არის სულიერი, ემოციური, ადამიანური, პიროვნული ბრძოლა ბოროტებასთან, რადგან ამათი უსამართლობა, ამათი ძალმომრეობა, ამათი მხეცობა, ამათი სიცრუე, ტყუილი და მართლა ბოროტება უნდა დასრულდეს“ – ამბობს ირაკლი ლომოური, მწერალი და მთარგმნელი.

„ლიტერა 2026-ის" ღონისძიებაზე პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს: „შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალური, ძვირფასი და მშვენიერია და რომ სოლიდარობა შემოქმედისა და მოქალაქის უზენაესი ღირებულებაა, პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვის, პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს", - წერს პენ საქართველო.
„დღეს ქუჩაში დგომა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს არის სულიერი, ემოციური, ადამიანური, პიროვნული ბრძოლა ბოროტებასთან, რადგან ამათი უსამართლობა, ამათი ძალმომრეობა, ამათი მხეცობა, ამათი სიცრუე, ტყუილი და მართლა ბოროტება უნდა დასრულდეს“ – ამბობს ირაკლი ლომოური, მწერალი და მთარგმნელი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…