„ლიტერა“ 2026 -ს გამარჯვებულები ცნობილია
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ, მათ შორის პენ საქართველოს სპეციალური პრიზი ირაკლი ლომოურს გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, 2 ნოემბერს, გაიმართა.
„ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი გადაეცა თაკო წულაიას, კრებულისთვის „არაფერი არ გვემართება“
„ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული გადაეცა მინდია არაბულს კრებულისთვის „საუკუნო უკუნი“
„ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული გადაეცა დავით ქართველიშვილს კრებულისთვის „ცვილის ფიგურები“
„ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა გადაეცა გიორგი კაკაბაძეს, წიგნისთვის „მიზეზთა ბუნება“
„ლიტერა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი გადაეცა გოგა ქობალიას წიგნისთვის „სიკვდილი პაპანაქება მზეში“
„ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო პოეზიისთვის, საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნატო ინგოროყვას
„ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო ორიგინალური ნაწარმოებისთვის გადაეცა მიხელ ჩარკვიანს წიგნისთვის „როგორ გადავურჩეთ დიქტატურას“
შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალური, ძვირფასი და მშვენიერია და რომ სოლიდარობა შემოქმედისა და მოქალაქის უზენაესი ღირებულებაა; პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვის, პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…