დატბორილ ბათუმში მანქანები წყალში იძირებიან, მოქალაქეები კი ქუჩებში ნავებით დაცურავენ - ოპოზიცია გაუმართავ სანიაღვრე სისტემაზე საუბრობს
ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები დაიტბორა და მოძრაობა პარალიზებულია. მოქალაქეები გადაადგილებას ნავებით ცდილობენ. ოპოზიცია და ადგილობრივები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და მიზეზად გაუმართავ სანიაღვრე სისტემებსა და უკონტროლო მშენებლობებს ასახელებენ.

დატბორილ ბათუმში უკვე რამდენიმე საათია მოძრაობა პარალიზებულია - წყლით სავსე ქუჩების თავში და ბოლოში პოლიცია დგას და მანქანებს არ ატარებს. ძლიერი წვიმის გამო, ზღვისპირა ქალაქში დილიდან უმძიმესი ვითარებაა.
"პირველების" და მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მანქანები წყალში იძირებიან. ჭირს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა - ხალხი ფეხითაც კი რთულად დადის.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეების ნაწილი ქუჩებში ნავებით ცურავს.
რატომ დაიტბორა კიდევ ერთხელ ქალაქი? - ოპოზიცია "ოცნების" და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს - ამბობს, რომ ბათუმში უკონტროლო მშენებლობების გამო სანიაღვრე სისტემები საერთოდ გაუმართავია.
ახლა ფიზიკურად მანქანიდან ჩამოსვლა არის შეუძლებელი. ვიცით, რომ "ოცნებას" არ ადარდებს ჩვენი მოქალაქეების ბედი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებაც არ ჩამოუვარდება მათ. ელემენტარული კეთილი ნება არ არსებობს იმისა, რომ გარდა საკუთარი კეთილდღეობისა, მათ მოქალაქეებს ხელი გაუწოდონ. მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ტენდერებს მოაჯდნენ, გააკეთონ ფული, ბათუმში განაშენიანების გეგმას გადაუხვიონ", - ამბობს პარტია "ახალის" წევრი, ლევან გორგილაძე.
იქ სადაც მაღალი კორპუსები შენდება სანიაღვრე არხები არ კეთდება. როცა სანიაღვრე არხები არ კეთდება დდ მოდის უხვი ნალექი, წყალი სად წავა? შესაბამისად ეს წყალი წავა ქუჩებში. ხელისუფლებამ ეს პრობლემა ერთხელ და სამუამოდ უნდა მოაგვაროს", - ამბობს თამაზ ბაკურიძე.
ციტატები სტატიიდან
„წევრი, ლევან გორგილაძე. იქ სადაც მაღალი კორპუსები შენდება სანიაღვრე არხები არ კეთდება. როცა სანიაღვრე არხები არ კეთდება დდ მოდის უხვი ნალექი, წყალი სად წავა? შესაბამისად ეს წყალი წავა ქუჩებში. ხელისუფლებამ ეს პრობლემა ერთხელ და სამუამოდ უნდა მოაგვაროს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.