ბათუმში ათეულობით მისამართზე კორპუსების სარდაფები დაიტბორა, სახურავებიდან კი წყალი ჩავიდა
გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები დაიტბორა და სახურავებიდან წყალი ჩავიდა. მოქალაქეთა განცხადებით, განსაკუთრებული ზიანი მიადგათ ბოლო სართულებზე მცხოვრებლებს. სამაშველო და მუნიციპალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ ამოტუმბვით სამუშაოებსა და სანიაღვრე არხების გაწმენდას.

„წყლითაა სავსე ჩვენი კორპუსის სარდაფი“ – გუშინდილი ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმში არაერთ მისამართზე დაიტბორა მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები.
„ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ კორპუსების სახურავებში წყალი ჩავიდა და განსაკუთრებით ბოლო სართულებზე მცხოვრებლებს ზიანი მიადგათ.
რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა ისიც, რომ სამაშველო სამსახური მათი კორპუსიდან ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა: „ზოგ ადგილზე გაუჭირდა მანქანას მიდგომა და სხვადასხვა გზებით ვცდილობდით დახმარებას.“
აჭარის მთავრობის ინფორმაციით ამოტუმბვის სამუშაოები ერთდროულად, სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობდა. პერიოდულად კი მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები: „
მუნიციპალიტეტის სამსახურები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. ლოკაციებზე, სადაც დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის წყლის სპეცტექნიკა და მორიგე ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.“ – წერს მთავრობა.
ამ დროისთვის მთავრობას, ასვე მერიას არ გამოუქვეუნებია ინფორმაცია დაახლოებით რამდენი ზარი შევიდა ცხელ ხაზზე და რამდენ მისამართზე მოახერხეს მისვლა შესაბამისმა სამსახურებმა.
ფოტო: აჭარის მთავრობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…