პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ორ დღეში გახსნის, თუ აშშ მის პირობებს დააკმაყოფილებს

ირანის განცხადებით, მზად არის ჰორმუზის სრუტე ორ დღეში გახსნას, თუ აშშ მის პირობებს შეასრულებს — მათ შორისაა ომის დასრულება, გაყინული აქტივების განბლოკვა, ნავთობის სანქციებისა და საზღვაო ბლოკადის მოხსნა.

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ორ დღეში გახსნის, თუ აშშ მის პირობებს დააკმაყოფილებს
რუსთავი 2

ირანმა განაცხადა, რომ მზად არის, ჰორმუზის სრუტე ორი დღის განმავლობაში გახსნას, თუ აშშ მის პირობებს დათანხმდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ამ გეგმის ორ დღეში განხორციელების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ირანის კეთილსინდისიერ მიდგომას.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ირანის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების აღდგენა და მოკლე დროში მოლაპარაკებების პროცესის განახლება“, - დასძინა მან.

ბაღაის თქმით, აშშ-სთან შუამავლების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა კვლავ გრძელდება და ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული - კერძოდ, დათანხმდება თუ არა ვაშინგტონი ირანის მოთხოვნებს.

"მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შემდგომი ეტაპების განხილვა“, - განმარტა მან.

თეირანის მოთხოვნებს შორისაა ყველა ფრონტზე ომის დასრულება, საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვა, ირანის ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციების მოხსნა და ირანის პორტების წინააღმდეგ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შეწყვეტა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირანმა განაცხადა, რომ მზად არის, ჰორმუზის სრუტე ორ დღეში გახსნას, თუ აშშ მის პირობებს მიიღებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ირანის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების აღდგენა და მოკლე დროში მოლაპარაკებების პროცესის განახლება“
„მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შემდგომი ეტაპების განხილვა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - BBCწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები