ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ტრამპი ჰორმუზის 7 დღეში გახსნის შესახებ ირანის შეთავაზებაზე უარს ამბობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის შვიდ დღეში გახსნისა და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ, რომელიც კატარელი შუამავლების მეშვეობით იყო გადაცემული.

ტრამპი ჰორმუზის 7 დღეში გახსნის შესახებ ირანის შეთავაზებაზე უარს ამბობს
ტრამპი ჰორმუზის 7 დღეში გახსნის შესახებ ირანის შეთავაზებაზე უარს ამბობსBM.GE

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ უარყო.

Reuters-ი წერს, რომ ირანმა ეს ინიციატივა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წამოაყენა და აღნიშნა, რომ იგი ამერიკულ მხარეს კატარელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა. ირანული მხარის თქმით, ამ გეგმის მიხედვით სტრატეგიული საზღვაო გზის გახსნა და რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულება შვიდი დღის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი.

თუმცა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა: „მე არ ვიღებ მათ წინადადებას. ... მე უარი ვთქვი მათ შეთანხმებაზე. მათ სურთ გარიგების დადება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გასახსნელად, რადგან სასტიკად მარცხდებიან. ჩვენ შთამბეჭდავ გამარჯვებას ვაღწევთ. მათ გარიგება სურთ და ვფიქრობ, ეს კარგია, გარიგებების დადება მეც მიყვარს. მათ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურთ ... რადგან ფული საერთოდ არ შესდით, ფულს ხომ სწორედ ჰორმუზის სრუტიდან იღებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არ ვიღებ მათ წინადადებას. ... მე უარი ვთქვი მათ შეთანხმებაზე. მათ სურთ გარიგების დადება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გასახსნელად, რადგან სასტიკად მარცხდებიან. ჩვენ შთამბეჭდავ გამარჯვებას ვაღწევთ. მათ გარიგება სურთ და ვფიქრობ, ეს კარგია, გარიგებების დადება მეც მიყვარს. მათ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურთ ... რადგან ფული საერთოდ არ შესდით, ფულს ხომ სწორედ ჰორმუზის სრუტიდან იღებენ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.