პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

WSJ - ვაშინგტონს სურს რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდების განახლება, ევროკავშირი არ აპირებს...

WSJ-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლებას უჭერს მხარს, რასაც ევროკომისია ეწინააღმდეგება და 2027 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე სრულ უარს გეგმავს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

WSJ - ვაშინგტონს სურს რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდების განახლება, ევროკავშირი არ აპირებს...
რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს რუსეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების განახლებას. ამის შესახებ წერს “უოლ სტრიტ ჯორნალი” (WSJ) ამერიკელ, ევროპელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. ლაპარაკია რუსეთის ბუნებრივი აირის უკრაინის გავლით მიწოდებაზე - როგორც ზამთრამდე ენერგოზავის მიღწევის ერთ-ერთ კომპონენტზე.

„იდეა, რომელიც აშშ-ის წარგზავნილებმა - ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა წამოაყენეს სექტემბერში მოსკოვსა და კიევში ვიზიტები დროს, გულისხმობს რუსეთის გაზის აშშ-ის შუამავალი კომპანიის მიერ გაყიდვაზე, ევროპული სანქციების გვერდის ავლით და შესაძლოა იქცეს შემოსავლიან შესაძლებლობად ამერიკელი ინვესტორებისთვის“, - წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“ „განხილვაში მონაწილე პირებზე“ დაყრდნობით.

ვაშინგტონს მიაჩნია, რომ რუსეთის დაბრუნება ევროპის ენერგობაზარზე იქცევა სტიმულად ვლადიმირ პუტინისთვის, რომ ის დათანხმდეს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას. კიევი კი გაზის ტრანზიტიდან შემოსავალს მიიღებდა.

ამერიკული მხარის შეთავაზებაა, რუსეთის ბუნებრივი აირის გაყიდვიდან შემოსავლები გადაირიცხოს მესამე ქვეყანაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე, რომ მოსკოვმა ვერ გამოიყენოს ის ომის დასაფინანსებლად.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ (WSJ) ინფორმაციით, ინიციატივის განხილვა დროებით უკანა პლანზე გადავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ, ტრამპის ზეწოლით, თითქმის ორი კვირით შეაჩერა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.რუსეთის შეიარაღებული ძალები კი განაგრძობდნენ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს

უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმების განახლების შემდეგ, ენერგოზავზე მოლაპარაკებების საკითხი კვლავ გააქტუალურდა. ნოემბრის შუა რიცხვებში აბუ დაბიში დაგეგმილია აშშ-რუსეთი-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები. WSJ-ის ინფორმაციით, მოსკოვს ჯერ არ უარუყვია ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერებაზე ამერიკის წინადადება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის გავლით რუსეთის გაზის მიწოდების აღდგენაზე საუბარი ნაადრევია. მან რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ შეკითხვაზე პასუხად თქვა:

„ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა ამაზე საუბარი. კერძოდ, ხმელეთზე არსებული ვითარება მკაფიოდ მეტყველებს მოცემულ მომენტში ასეთი გეგმების განხორციელების შესაძლებლობაზე. მომავალში რა იქნება, ვნახოთ“.

WSJ წერს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები არა მხოლოდ უკრაინის გავლით ტრანზიტს განიხილავენ, არამედ ბალტიის ზღვაში მდებარე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მუშაობის განახლების შესაძლებლობასაც. ვაშინგტონი ამ პროექტს განიხილავს როგორც არა მხოლოდ უკრაინაში ომის, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების დარეგულირების საშუალებადაც.

„ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გაზსადენით ბუნებრივი აირის გადატვირთვა შეწყდა 2022 წლის აგვისტოში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არც ამუშავებულა - 2022 წლის სექტემბერში წყალქვეშა აფეთქებების შედეგად ის სერიოზულად დაზიანდა და აღდგენას დიდი დრო და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი წინაღობების გადალახვა დასჭირდება.

WSJ-ის რესპონდენტების მტკიცებით, გაცილებით სწრაფად არის შესაძლებელი უკრაინაზე გამავალი მილსადენების ქსელის ამოქმედება, რომელიც სლოვაკეთის, ავსტრიისა და გერმანიის გაზსადენების სისტემას უერთდება.

რუსეთის გაზის უკრაინის გავლით ტრანსპორტირება შეწყდა 2025 წლის იანვარში, მოქმედი შეთანხმების ამოწურვის შემდეგ.

ევროკომისიის ენერგოდირექტორატის ხელმძღვანელმა პაულა პინიომ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ არ იქნება გამოყენებული ევროპისთვის რუსეთის გაზის მისაწოდებლად უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც კი, ვინაიდან რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებამ უკვე სერიოზული შედეგები მოუტანა ევროპის ქვეყნებს - რუსეთის გაზი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული, რის გამოც ევროკავშირი არ აპირებს მოსკოვთან ენერგოურთიერთობის ადრინდელ მოდელზე დაბრუნებას.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა-კაისა იტკონენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 2027 წლის ბოლომდე რუსეთის გაზზე სრულად უარის თქმა - სანქციებისა და გეოპოლიტიკური ვითარებისგან დამოუკიდებლად. ამ წესების შეცვლას დასჭირდება ევროკომისიის ახალი წინადადება და ევროკავშირის ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა.

უფრო ადრე ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში დან იორგენსენი გამოვიდა რუსეთის გაზის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის წინადადებით, მათ შორის - სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაშიც კი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასტაბიან შეჭრამდე რუსეთზე მოდიოდა ევროპის ბუნებრივი აირის ბაზრის დაახლოებით 45%. ახლა ეს წილი დაახლოებით 11%-მდეა შემცირებული. ამერიკული თხევადი გაზი ევროპაში გაზის მოხმარების დაახლოებით 30%-ს უზრუნველყოფს.

ევროპაში ენერგეტიკული სიტუაცია გაართულა აშშ-ის ომმა ირანთან, რის გამოც კატარიდან თხევადი გაზის მიწოდება შეფერხებებით მიმდინარეობს. ევროკავშირის მონაცემებით, ენერგომატარებლებზე ევროპის ქვეყნების დამატებითმა ხარჯებმა 100 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროპის გაზის საცავები დაახლოებით 75%-ზეა შევსებული, რაც ბოლო ცხრა წლის საშუალო მაჩვენებელს ჩამოუვარდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოThe Wall Street Journal: ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ მხარს უჭერს ევროპისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების სწრაფ აღდგენას უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იდეა, რომელიც აშშ-ის წარგზავნილებმა - ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა წამოაყენეს სექტემბერში მოსკოვსა და კიევში ვიზიტები დროს, გულისხმობს რუსეთის გაზის აშშ-ის შუამავალი კომპანიის მიერ გაყიდვაზე, ევროპული სანქციების გვერდის ავლით და შესაძლოა იქცეს შემოსავლიან შესაძლებლობად ამერიკელი ინვესტორებისთვის“
„ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა ამაზე საუბარი. კერძოდ, ხმელეთზე არსებული ვითარება მკაფიოდ მეტყველებს მოცემულ მომენტში ასეთი გეგმების განხორციელების შესაძლებლობაზე. მომავალში რა იქნება, ვნახოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ნიუ იორკ თაიმსი": ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რაც მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს და განახლებულ ეკონომიკურ გავლენას მოუტანსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები