პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Wall Street Journal: ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ მხარს უჭერს ევროპისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების სწრაფ აღდგენას უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით

WSJ-ის ცნობით, აშშ მხარს უჭერს ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების სწრაფ აღდგენას უკრაინის გავლით, რაც სანქციების გვერდის ავლით ამერიკული შუამავლის ჩართვასა და თანხების ესქროუ-ანგარიშზე განთავსებას ითვალისწინებს. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების აღდგენა არ სურთ.

The Wall Street Journal: ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ მხარს უჭერს ევროპისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების სწრაფ აღდგენას უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით
იმედინიუსი

ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ მხარს უჭერს ევროპისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების სწრაფ აღდგენას უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით - ეს ნაბიჯი მომავალი ზამთრის წინ ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისკენ მიმართული მოლაპარაკებების ნაწილია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

ეს იდეა, რომელიც ამერიკელმა წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, სექტემბერში მოსკოვსა და კიევში ვიზიტებისას წამოაყენეს, გულისხმობს რუსული გაზის ამერიკული შუამავლის მეშვეობით გაყიდვას ევროპული სანქციების გვერდის ავლით, რამაც, დისკუსიების მონაწილეთა თქმით, შესაძლოა ამერიკელი ინვესტორებისთვის მომგებიანი შესაძლებლობა შექმნას.

ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობით, 2027 წლის ბოლომდე რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვები ეტაპობრივად უნდა შეწყდეს. ევროპის უდიდესი ქვეყნების ლიდერების განცხადებით, მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ, აღადგინონ ენერგოდამოკიდებულება იმ სახელმწიფოსგან, რომელსაც თავიანთ მთავარ სტრატეგიულ საფრთხედ მიიჩნევენ.

გასულ თვეში ეს გეგმა გვერდზე გადაიდო, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ზეწოლით უკრაინამ ცალმხრივად შეაჩერა იერიშები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. კიევის მიერ დარტყმების თითქმის ორკვირიანი პაუზის მიუხედავად, მოსკოვი განაგრძობდა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებას და ამავდროულად აშშ-ში დიზელის ექსპორტი წამოიწყო. ამ ვითარებაში, ვაშინგტონმა აქცენტი შედარებით ფართომასშტაბურ სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივაზე გადაიტანა.

ამერიკელი მომლაპარაკებლების აზრით, ბუნებრივი აირის ევროპულ ბაზარზე რუსეთის დაბრუნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის შეთანხმებაზე დათანხმების ძლიერ სტიმულს შექმნიდა. ციმბირიდან (ურენგოის საბადოებიდან) უკრაინის გავლით ევროპისკენ მიმავალი საბჭოთა ეპოქის მილსადენების ქსელის გამოყენება კიევსაც მოუტანდა სატრანზიტო მოსაკრებლებიდან ასე საჭირო შემოსავალს.

აშშ-ის მაღალჩინოსნის განცხადებით, თეთრმა სახლმა წამოაყენა ინიციატივა, რომ ევროპაში გაზის გაყიდვით მიღებული რუსული შემოსავლები მესამე ქვეყნის ესქროუ-ანგარიშზე განთავსდეს, რათა კრემლმა ეს ფული საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად ვერ გამოიყენოს. ამერიკულმა მხარემ სცადა ევროპელი ლიდერები დაერწმუნებინა, რომ ეს ნაბიჯი ენერგომატარებლებზე ფასებს შეამცირებდა მაშინ, როდესაც ევროპის გაზის მარაგები ბოლო წლების მინიმუმამდე დაეცა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ნიუ იორკ თაიმსი": ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რაც მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს და განახლებულ ეკონომიკურ გავლენას მოუტანსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები