რატი ბრეგაძე - ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობა - მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იგი ამაყობს ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობით, ხოლო კორუფციის ბრალდებასა და სხვა დეტალებზე სასამართლო იმსჯელებს. ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებასა და მამუკა მდინარაძეზე დასმულ კითხვებზე მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ არის და შეფასებას არ აკეთებს.

ძალიან პირადი საკითხია, ვინ ვისზე შეიძლება ნაწყენი იყოს, ან ვინ ვისზე - არა. ღმერთია ყველას მსაჯული და არ ვაპირებ ამ საკითხებზე მითუმეტეს, საჯაროდ საუბარს, - ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვაზე, არის თუ არა ის ნაწყენი თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ჯუანშერ ბურჭულაძეზე, რომელმაც მისი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
როგორც ის აღნიშნავს, ყველაფერს ღმერთი განსჯის.
"მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული და, რა თქმა უნდა, სასამართლო იმსჯელებს ყველა საკითხზე...
ვიყავი მოსული ჩემი მეგობრის სანახავად, რომელიც ძალიან მომენატრა, მინდა, მას მხნეობა ვუსურვო და მინდა, ასევე, ვუსურვო, რომ ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს",- განაცხადა ბრეგაძემ.
კითხვაზე, სჯერა თუ არა რომ მისმა მეგობარმა კორუფციული დანაშაული ჩაიდინა, მან ასე უპასუხა:
"ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს, მე შემიძლია ვთქვა ის, რომ მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მუშაობა, სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციურია, მე, რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტური, ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს. მე ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად მოსული, მინდა მას ვუსურვო მხნეობა და ის, რომ ოჯახს მალე დაუბრუნდეს", - განაცხადა ბრეგაძემ.
კითხვაზე, "შეუკერა" თუ არა ეს საქმე ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა მდინარაძემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.
"მე არ ვარ დღეს პოლიტიკაში, შესაბამისად, არ ვაკეთებ არავითარ პოლიტიკურ განცხადებას, რადგანაც მეგობართან ვარ მოსული... ყველაფერზე დაცვის მხარემ უნდა ისაუბროს. ვნახე ჩემი მეგობარი, პოლიტიკაში არ ვარ, რომ რამე სახის პოლიტიკური განცხადება გავაკეთო",- განაცხადა ბრეგაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს, მე შემიძლია ვთქვა ის, რომ მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მუშაობა, სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციურია, მე, რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტური, ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს. მე ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად მოსული, მინდა მას ვუსურვო მხნეობა და ის, რომ ოჯახს მალე დაუბრუნდეს“
„მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული და, რა თქმა უნდა, სასამართლო იმსჯელებს ყველა საკითხზე... ვიყავი მოსული ჩემი მეგობრის სანახავად, რომელიც ძალიან მომენატრა, მინდა, მას მხნეობა ვუსურვო და მინდა, ასევე, ვუსურვო, რომ ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…