პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი ბრეგაძე - ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობა, ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად მოსული - მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობით ამაყობს, ხოლო ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ მიცემულ ჩვენებაზე აღნიშნა, რომ ეს პირადი საკითხია და ყველას მსაჯული ღმერთია.

რატი ბრეგაძე - ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობა, ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად მოსული - მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული
ინტერპრესნიუსი

ძალიან პირადი საკითხია, ვინ ვისზე შეიძლება ნაწყენი იყოს, ან ვინ ვისზე - არა. ღმერთია ყველას მსაჯული და არ ვაპირებ ამ საკითხებზე მითუმეტეს, საჯაროდ საუბარს, - ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვაზე, არის თუ არა ის ნაწყენი თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ჯუანშერ ბურჭულაძეზე, რომელმაც მისი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

როგორც ის აღნიშნავს, ყველაფერს ღმერთი განსჯის.

"მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული და რა თქმა უნდა, სასამართლო იმსჯელებს ყველა საკითხზე...

ვიყავი მოსული ჩემი მეგობრის სანახავად, რომელიც ძალიან მომენატრა, მინდა, მას მხნეობა ვუსურვო და მინდა, ასევე, ვუსურვო, რომ ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს",- განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, სჯერა თუ არა რომ მისმა მეგობარმა კორუფციული დანაშაული ჩაიდინა, მან ასე უპასუხა:

"ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს, მე შემიძლია ვთქვა ის, რომ მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მუშაობა, სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციურია, მე რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტური, ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს. მე ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად მოსული, მინდა მას ვუსურვო მხნეობა და ის, რომ ოჯახს მალე დაუბრუნდეს", - განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, "შეუკერა" თუ არა ეს საქმე ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა მდინარაძემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.

"მე არ ვარ დღეს პოლიტიკაში, შესაბამისად, არ ვაკეთებ არავითარ პოლიტიკურ განცხადებას, რადგანაც მეგობართან ვარ მოსული... ყველაფერზე დაცვის მხარემ უნდა ისაუბროს. ვნახე ჩემი მეგობარი, პოლიტიკაში არ ვარ, რომ რამე სახის პოლიტიკური განცხადება გავაკეთო",- განაცხადა ბრეგაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირატი ბრეგაძე - ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობა - მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული
  2. ალიაოპოზიციური„ძალიან მომენატრა“ – რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული და რა თქმა უნდა, სასამართლო იმსჯელებს ყველა საკითხზე... ვიყავი მოსული ჩემი მეგობრის სანახავად, რომელიც ძალიან მომენატრა, მინდა, მას მხნეობა ვუსურვო და მინდა, ასევე, ვუსურვო, რომ ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“
რატი ბრეგაძე
„ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს, მე შემიძლია ვთქვა ის, რომ მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მუშაობა, სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციურია, მე რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტური, ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს. მე ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად მოსული, მინდა მას ვუსურვო მხნეობა და ის, რომ ოჯახს მალე დაუბრუნდეს“
რატი ბრეგაძე
„მე არ ვარ დღეს პოლიტიკაში, შესაბამისად, არ ვაკეთებ არავითარ პოლიტიკურ განცხადებას, რადგანაც მეგობართან ვარ მოსული... ყველაფერზე დაცვის მხარემ უნდა ისაუბროს. ვნახე ჩემი მეგობარი, პოლიტიკაში არ ვარ, რომ რამე სახის პოლიტიკური განცხადება გავაკეთო“
რატი ბრეგაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები