პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი: საქართველო ძალიან პროგრესულად მიჰყვება ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაფართოების ანგარიშს ველოდებით, ფაქტია, რომ ევროკომისიას ამ ანგარიშის შესადგენად არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია დარგობრივ უწყებებთან

საქართველოს პარლამენტი

ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ევროკომისიას გაფართოების ანგარიშის შესადგენად საქართველოს სამინისტროებთან და დარგობრივ უწყებებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი მტკიცებით, საქართველო პროგრესს განიცდის, თუმცა ევრობიუროკრატია შეფასებისას მიკერძოებულობასა და ორმაგ სტანდარტებს ავლენს.

ნინო წილოსანი: საქართველო ძალიან პროგრესულად მიჰყვება ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაფართოების ანგარიშს ველოდებით, ფაქტია, რომ ევროკომისიას ამ ანგარიშის შესადგენად არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია დარგობრივ უწყებებთან
იმედინიუსი

რაც ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშში უნდა გაზომოს, სამწუხაროდ, თავად ევროკომისიას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს - მათ სამინისტროებთან და დარგობრივ უწყებებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს მოუწოდებს, რომ დაუბრუნდნენ სამუშაოს სწორ სტანდარტებს.

„სამწუხაროდ, როგორც ვთქვით, დიპლომატიამ რიგ შემთხვევაში დაკარგა თავისი პირდაპირი დატვირთვა და დანიშნულება. ამ შეფასებებმაც დაკარგა თავისი შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ველოდებით, ფაქტია, რომ ევროკომისიას ამ ანგარიშის შესადგენად არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია სამინისტროებთან, დარგობრივ უწყებებთან, რომელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც უნდა მომზადდეს ეს ანგარიში. ვიცით, რომ საქართველო ძალიან პროგრესულად მიჰყვება ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე ჰარმონიზაციას. თუმცა ის, რაც მათ ამ ანგარიშში რეალურად უნდა გაზომონ, სამწუხაროდ, ამის შესახებ თავად არ აქვთ ინფორმაცია.

ჩვენც მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და ბიუროკრატებს, დაუბრუნდნენ საკუთარი სამუშაოს სწორ სტანდარტებს. სტანდარტი კი ის არის, რომ ქვეყნის შესაფასებლად აუცილებლად უნდა გამოითხოვონ ინფორმაცია მინიმუმ იმისთვის, რომ ნახონ, როგორია პროგრესი. ჩვენ კი ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის და ჰარმონიზაციის საუკეთესო პოლიტიკას ატარებს.

რა თქმა უნდა, ყველა მსხვილი რეფორმა, რომელიც წინა პერიოდში ჩატარდა, ალბათ საბაზისოდ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა მუშაობა ამ მიმართულებით. თუმცა ვიცით, რომ როდესაც ევრობიუროკრატია ტექნიკურ ნაწილს არ აფასებს, ძალიან ბევრი იქნება ნათქვამი პოლიტიკურ ნაწილზე. პოლიტიკური ნაწილი კი თვალსაჩინოა — ჩანს, რამდენად მიკერძოებულად და ორმაგი სტანდარტებით დგება. სამწუხაროდ, საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ და მოვისმინეთ გარკვეული უარყოფა იმ ბრალდებებისა, რომლებიც ჩვენი მისამართით მოდიოდა, თუნდაც იმის ფონზე, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში“, — აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, როგორც ვთქვით, დიპლომატიამ რიგ შემთხვევაში დაკარგა თავისი პირდაპირი დატვირთვა და დანიშნულება. ამ შეფასებებმაც დაკარგა თავისი შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ველოდებით, ფაქტია, რომ ევროკომისიას ამ ანგარიშის შესადგენად არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია სამინისტროებთან, დარგობრივ უწყებებთან, რომელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც უნდა მომზადდეს ეს ანგარიში. ვიცით, რომ საქართველო ძალიან პროგრესულად მიჰყვება ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე ჰარმონიზაციას. თუმცა ის, რაც მათ ამ ანგარიშში რეალურად უნდა გაზომონ, სამწუხაროდ, ამის შესახებ თავად არ აქვთ ინფორმაცია. ჩვენც მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და ბიუროკრატებს, დაუბრუნდნენ საკუთარი სამუშაოს სწორ სტანდარტებს. სტანდარტი კი ის არის, რომ ქვეყნის შესაფასებლად აუცილებლად უნდა გამოითხოვონ ინფორმაცია მინიმუმ იმისთვის, რომ ნახონ, როგორია პროგრესი. ჩვენ კი ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის და ჰარმონიზაციის საუკეთესო პოლიტიკას ატარებს. რა თქმა უნდა, ყველა მსხვილი რეფორმა, რომელიც წინა პერიოდში ჩატარდა, ალბათ საბაზისოდ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა მუშაობა ამ მიმართულებით. თუმცა ვიცით, რომ როდესაც ევრობიუროკრატია ტექნიკურ ნაწილს არ აფასებს, ძალიან ბევრი იქნება ნათქვამი პოლიტიკურ ნაწილზე. პოლიტიკური ნაწილი კი თვალსაჩინოა — ჩანს, რამდენად მიკერძოებულად და ორმაგი სტანდარტებით დგება. სამწუხაროდ, საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ და მოვისმინეთ გარკვეული უარყოფა იმ ბრალდებებისა, რომლებიც ჩვენი მისამართით მოდიოდა, თუნდაც იმის ფონზე, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდან თითის ქნევას, რომ პარტიების აკრძალვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუშლის ხელსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები