ნინო წილოსანი – ევროკომისიის ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს, ანგარიშის შესადგენად კომუნიკაცია არ ჰქონია შესაბამის უწყებებთან და არც ქართული რეალობა შეუფასებია
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს, რადგან უწყებებთან კომუნიკაცია არ ყოფილა და ქართული რეალობა არ შეფასებულა.

არ შეიძლება, ევროკომისიის ანგარიში საქართველოში არსებულ რეალობას გამოხატავდეს, რომელიც ყოველნაირ შეფასებას უგულებელყოფს. ევროკომისიას ანგარიშის შესადგენად კომუნიკაცია არ ჰქონია არც სამინისტროებთან, არც შესაბამის უწყებებთან და არც ქართული რეალობა შეუფასებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს.
„ანგარიშში პირდაპირ გადმოკოპირებულია ის პოლიტიკური გზავნილები, რომელიც ჩვენ გასულ წელსაც ვიხილეთ, თუმცა ეს გზავნილებიც არასწორია, რადგან მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ასახავს, რომელიც სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს. ამიტომ, ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევრობიუროკრატების პოზიციაა საქართველოს თითის ქნევით ესაუბრონ და დირექტივები მისცენ, როგორი უნდა იყოს რეალობა, უნდა დაისაჯონ თუ არა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები და უნდა აიკრძალოს თუ არა თუნდაც ის პარტიები, რომელიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან.
ამ ანგარიშში იმ უსამართლობას კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, რომელიც წლებია, უკვე საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს. ყველა ქვეყანას ევროკავშირში შესასვლელად თავისი გზა აქვს. უკრაინისთვის ეს გზა ომზე გადის, ათასობით ადამიანი იღუპება. მათ ამ ომისთვის მადლობას კი უხდიან, მაგრამ დაფასება ჯერ ვერ დავინახეთ. მოლდოვისთვის ეს პროცესი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობაც შეიძლება იყოს, როცა მისი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუმინეთთან შეერთება ერთ-ერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანების. საქართველოს თავისი გზა აქვს არჩეული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს გზაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ამას კითხვაც არ სჭირდება, რადგან ამომრჩეველთა 54 პროცენტმა მხარი დაუჭირა – ღირსებით ევროპისკენ პრინციპს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით ევროკავშირის სტანდარტებს დავუახლოვდეთ. არ მგონია, ევროკავშირი გულისხმობდეს სხვა ქვეყნების წაშლას, სუვერენიტეტის უგულებელყოფას. ევროკავშირის იდეა სწორედ დაფუძნებულია ქვეყნების იდენტობასა და მრავალფეროვნებაზე“, – აღნიშნა წილოსანმა.
ციტატები სტატიიდან
„ანგარიშში პირდაპირ გადმოკოპირებულია ის პოლიტიკური გზავნილები, რომელიც ჩვენ გასულ წელსაც ვიხილეთ, თუმცა ეს გზავნილებიც არასწორია, რადგან მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ასახავს, რომელიც სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს. ამიტომ, ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევრობიუროკრატების პოზიციაა საქართველოს თითის ქნევით ესაუბრონ და დირექტივები მისცენ, როგორი უნდა იყოს რეალობა, უნდა დაისაჯონ თუ არა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები და უნდა აიკრძალოს თუ არა თუნდაც ის პარტიები, რომელიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან. ამ ანგარიშში იმ უსამართლობას კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, რომელიც წლებია, უკვე საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს. ყველა ქვეყანას ევროკავშირში შესასვლელად თავისი გზა აქვს. უკრაინისთვის ეს გზა ომზე გადის, ათასობით ადამიანი იღუპება. მათ ამ ომისთვის მადლობას კი უხდიან, მაგრამ დაფასება ჯერ ვერ დავინახეთ. მოლდოვისთვის ეს პროცესი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობაც შეიძლება იყოს, როცა მისი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუმინეთთან შეერთება ერთ-ერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანების. საქართველოს თავისი გზა აქვს არჩეული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს გზაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ამას კითხვაც არ სჭირდება, რადგან ამომრჩეველთა 54 პროცენტმა მხარი დაუჭირა – ღირსებით ევროპისკენ პრინციპს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით ევროკავშირის სტანდარტებს დავუახლოვდეთ. არ მგონია, ევროკავშირი გულისხმობდეს სხვა ქვეყნების წაშლას, სუვერენიტეტის უგულებელყოფას. ევროკავშირის იდეა სწორედ დაფუძნებულია ქვეყნების იდენტობასა და მრავალფეროვნებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…