ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესოს გაფორმებაზე მიმართა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა ბრალი აღიარა და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა, რაც 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთასა და პირობით მსჯავრს ითვალისწინებს.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.
„დიახ, ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელს და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.
პროკურორმა მედიასთან კომენტარში თქვა, რომ მხარეებმა მიაღწიეს საპროცესო შეთანხმებას და ეს შეთანხმება სასამართლო პროცესზე იქნება წარმოდგენილი.
„პირობებზე რომლებზეც შევთანხმდით, არის ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი“, – ამბობს პროკურორი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმიდან ამ ჯგუფის ნაწილზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა 2026 წლის 26 ივნისს. მოსამართლემ ნანა სანდერი დამნაშავედ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნანა სანდერმა ციხეში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის შესახებ სასამართლოში ისაუბრა. თავად მოუყვა მოსამართლე თამარ ჭედლიშვილს იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც ციხეში აწყდება. მათ შორის არის მკურნალობაზე უარის თქმა, მისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდების შეფერხება და აგრესიული დამოკიდებულება და არაადამიანური მოპყრობა ციხის დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის მხრიდან.
“ჩემს სიკვდილზე აქვთ ხელი მოწერილი” – ნანა სანდერი ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია"4 ოქტომბერის საქმეზე" მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა საპროცესო შეთანმებისთვის პროკურატურას მიმართა
4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ნანა სანდერი ბრალს აღიარებს, თავს დამნაშავედ ცნობს და პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართავს
ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს 2 კვირის ვადაში დატოვებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…