ნინო წილოსანი დიპლომატის დღეზე: ბოლო წლების განმავლობაში დიდი გამოცდა გამოიარა ქართულმა დიპლომატიამ. უნდა გავიხსენოთ, როგორ ესმით, სამწუხაროდ, გლობალურ ფონზე დიპლომატია ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ყველაზე ნეგატიური მაგალითებიც კი გვახსენდება ანტიდიპლომატიისა. საამაყო ის არის, რომ ქართულმა დიპლომატიამ ერთმნიშვნელოვნად გაუძლო ამ გამოწვევებს, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ დადგა ბოლო 2 -3 წლის განმავლობაში
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან ანტიდიპლომატიის ნეგატიური მაგალითები გამოვლინდა, თუმცა ქართულმა დიპლომატიამ გამოწვევებს გაუძლო. მისი თქმით, ზოგიერთმა ქართველმა წარმომადგენელმა უცხოეთში ცდუნებას ვერ გაუძლო და ყველაფერი უცხოურით მოიხიბლა.

იმ პირობებში, როდესაც ქართველებს არ გვესწავლება, როგორ ვიბრძოლოთ ბრძოლის ველზე, ქართულ დიპლომატიას განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩვენი თვითგადარჩენის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნების პროცესში , - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიპლომატის დღესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქართულმა დიპლომატიამ ბოლო წლების განმავლობაში დიდი გამოცდა გამოიარა.
„ბოლო წლების განმავლობაში დიდი გამოცდა გამოიარა ქართულმა დიპლომატიამ. ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნებში საქართველოს წარმოადგენენ და მათთვის უპირატესი უნდა ყოფილიყო საქართველოს ინტერესების დაცვა, სამწუხაროდ, ყველაფერი უცხოურით მოიხიბლნენ. რიგმა მათმა წარმომადგენლებმა ვერ გაუძლეს ამ ცდუნებას. საამაყო ის არის, რომ ქართულმა დიპლომატიამ ერთმნიშვნელოვნად გაუძლო ამ გამოწვევებს, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ დადგა ბოლო 2 -3 წლის განმავლობაში.
სიამაყით ვულოცავ ამ დღეს ქართველ დიპლომატებს. ადამიანებს, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული სიყვარულით, რომელიც მათ საქართველოს მიმართ აქვთ, უცხოეთში წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას.
დღევანდელ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვაყენებთ ეკონომიკური დიპლომატიის საჭიროებას და ამ მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის უცხოური წარმომადგენლობებით განსაკუთრებით აქტიურია. ყველა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ უცხო ქვეყნებთან კომუნიკაციის, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვადასხვა სფეროში მივაღწიეთ, სწორედაც რომ ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.
ამავდროულად, უნდა გავიხსენოთ, როგორ ესმით, სამწუხაროდ, გლობალური ფონზე დიპლომატია ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ყველაზე ნეგატიური მაგალითებიც კი გვახსენდება ანტიდიპლომატიისა, როდესაც რიგი დიპლომატიის წარმომადგენლები საქართველოში, იმის მაგივრად, რომ ორ ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებს, გამოწვევებს, პირიქით, ანელებდნენ, ალამაზებდნენ და დიპლომატიურ ფორმატში გადაჰქონდეთ, ყველაზე მეტი სიმძაფრით სწორედ ისინი გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართველი დიპლომატების განსაკუთრებულობა ძალიან სამაგალითო და ნიშანდობლივი იყო სხვებისთვისაც. ასე სწორად გვესმის ჩვენ დიპლომატია, რომ ეს არის ქვეყნებს შორის საერთო ენის, სალაპარაკო ენის გამონახვა და არა ამ ქვეყნებს შორის დაპირისპირების პროვოცირება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულად და ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ციტატები სტატიიდან
„ბოლო წლების განმავლობაში დიდი გამოცდა გამოიარა ქართულმა დიპლომატიამ. ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნებში საქართველოს წარმოადგენენ და მათთვის უპირატესი უნდა ყოფილიყო საქართველოს ინტერესების დაცვა, სამწუხაროდ, ყველაფერი უცხოურით მოიხიბლნენ. რიგმა მათმა წარმომადგენლებმა ვერ გაუძლეს ამ ცდუნებას. საამაყო ის არის, რომ ქართულმა დიპლომატიამ ერთმნიშვნელოვნად გაუძლო ამ გამოწვევებს, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ დადგა ბოლო 2 -3 წლის განმავლობაში. სიამაყით ვულოცავ ამ დღეს ქართველ დიპლომატებს. ადამიანებს, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული სიყვარულით, რომელიც მათ საქართველოს მიმართ აქვთ, უცხოეთში წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. დღევანდელ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვაყენებთ ეკონომიკური დიპლომატიის საჭიროებას და ამ მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის უცხოური წარმომადგენლობებით განსაკუთრებით აქტიურია. ყველა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ უცხო ქვეყნებთან კომუნიკაციის, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვადასხვა სფეროში მივაღწიეთ, სწორედაც რომ ქართული დიპლომატიის დამსახურებაა. ამავდროულად, უნდა გავიხსენოთ, როგორ ესმით, სამწუხაროდ, გლობალური ფონზე დიპლომატია ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ყველაზე ნეგატიური მაგალითებიც კი გვახსენდება ანტიდიპლომატიისა, როდესაც რიგი დიპლომატიის წარმომადგენლები საქართველოში, იმის მაგივრად, რომ ორ ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებს, გამოწვევებს, პირიქით, ანელებდნენ, ალამაზებდნენ და დიპლომატიურ ფორმატში გადაჰქონდეთ, ყველაზე მეტი სიმძაფრით სწორედ ისინი გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართველი დიპლომატების განსაკუთრებულობა ძალიან სამაგალითო და ნიშანდობლივი იყო სხვებისთვისაც. ასე სწორად გვესმის ჩვენ დიპლომატია, რომ ეს არის ქვეყნებს შორის საერთო ენის, სალაპარაკო ენის გამონახვა და არა ამ ქვეყნებს შორის დაპირისპირების პროვოცირება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულად და ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…