პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს კანონის უზენაესობის კუთხით და ამას პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური პასუხები სჭირდება.

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
იმედინიუსი

როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ თავი შევიკავოთ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები და ამას სჭირდება ლეგიტიმური პასუხები პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ეს მათი საქმეა, მათსავე მოსახლეობას უნდა განუმარტონ ესა თუ ის ნაბიჯი ნამდვილად აზიანებს სასამართლოს დამოუკიდებლობას თუ არა“, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს, გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვეჩკოვსკის და მის მოადგილეს, ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მაქსიმალურად ვცდილობთ თავი შევიკავოთ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები და ამას სჭირდება ლეგიტიმური პასუხები პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ეს მათი საქმეა, მათსავე მოსახლეობას უნდა განუმარტონ ესა თუ ის ნაბიჯი ნამდვილად აზიანებს სასამართლოს დამოუკიდებლობას თუ არა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან შვეჩკოვსკი: ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზადაა წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე, ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები